Friday, June 17, 2016

დღე მეცხრე

დღევანდელმა დღემ მართლაც საინტერესოდ ჩაიარა.ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა საგანთან მიმართებაში გაკეთებული პროექტის შაბლონის გეგმის პრეზენტაცია.გული დაგვწყდა ტრეინინგი რომ დამთავრდა. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ტრენერს ბატონ დავითს ჩვენი მოსმენისათვის. მაგრამ ჩვენი შეხვედრა კვლავ გაგრძელდება რადგანაც ჩვენი ჯგუფი ვიწყებთ საინტერესო პროექტზე მუშაობას. ყველა მონაწილე პედაგოგს ვუსურვებ წარმატებას.

Sunday, June 12, 2016

დღე მერვე

ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე,თუ რომელ შეფასების ფორმებს გამოვიყენებთ ჩვენი პროექტის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ დოკუმენტებზე,ისინიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექტის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ დრაივში შექმნილ ჩვენს საქაღალდეებზე,თუ რომელ საქაღალდეში რომელი დოკუმენტი უნდა მოვათავსოთ.   

დღე მეშვიდე

ტრეინინგზე რომ მოვედით სინათლე არ დაგვხვდა.მაღალძაბვის ხაზის დაზიანების გამო მთელი დღის განმავლობაში დენი არ იყო.სინათლის არ ქონასაც ჰქონია თავისი დადებითი მხარე.ტრენერთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.გაჩნდა იდეა, რომ ტრეინინგის დასრულების შემდეგ ორივე მონაწილე ჯგუფმა გავაგრძელოთ ახალ პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში. პროექტის სახელწოდებაა "საქართველოს სამხედრო გზა. "ამ თემასთან დაკავშირებით ყველა მასწავლებელი ერთსულოვანი ვიყავით და დიდი სიხარულით ჩავერთეთ პროექტზე მუშაობაში. მართალია პროექტზე მუშაობა დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიერო დიდ საშვილთაშვილო საქმეს გავაკეთებთ. ღმერთმა შეგვაძლებინოს.  

Sunday, May 29, 2016

დღე მეექვსე

გავიმეორეთ წინა დღით ნასწავლი მასალა.წინა დღეს დრაივში შექმნილ საქაღალდეებზე ვისწავლეთ კაცუნების დახატვა და გაქრობა. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ გავხადოთ საჯარო ან პირიქით დაცული ჩვენი საქააღალდეები. ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ჩვენი საქაღალდეები ბლოგს.ასევე ვისწავლეთ ბლოგში ღილაკების გაკეთება.

Saturday, May 28, 2016

დღე მეხუთე

დღეს გავიხსენეთ წინა ტრეინინგებზე ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ დრაივში მუშაობა, ახალი საქაღალდეების შექმნა დრაივში და გუგლის  ფორმატში მუშაობა.

დღე მეოთხე

ტრეინინგი უფრო საინტერესო გახდა.ვისწავლეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენს ნაშრომზე,
სურათზე საავტორო უფლებები.